VIDEO: ლივერპულმა მილანს ხმაურიანი ქამბექი ჩაუშხამა - 3:2 ენფილდზე
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში შეხვდნენ ერთმანეთისთვის კარგად ნაცნობი მოწინააღმდეგეები - "ლივერპული" და "მილანი". როგორც ვიცით, "როსონერიმ" ჩემპიონთა ლიგაზე 2014 წლის შემდეგ პირველად ითამაშა.
"შავ-წითლები" ხმაურიან სიურპრიზთანაც იყვნენ ახლოს, რადგან პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, ტაბლოზე 1:2 ციმციმებდა. ანტე რებიჩმა და ბრაჰიმ დიასმა მერსისაიდელებს ნამდვილი ცივი შხაპი გადაასხეს.
"წითლებმა" წონასწორობა აღადგინეს მალევე, მოჰამედ სალაჰის გოლით, გამარჯვების მომტანი გოლი კი გაიტანა გუნდის კაპიტანმა, ჯორდან ჰენდერსონმა.
"მიკვირს, რატომ არ მოინდომა ლივერპულმა ლუკაკუს ყიდვა", - კრაუჩი