ავტორიზაცია

"მიკვირს, რატომ არ მოინდომა ლივერპულმა ლუკაკუს ყიდვა", - კრაუჩი

"მიკვირს, რატომ არ მოინდომა ლივერპულმა ლუკაკუს ყიდვა", - კრაუჩი
თარიღი 15 სექ 2021, 11:37

"ლივერპულის" ყოფილმა თავდამსხმელმა, პიტერ კრაუჩმა თავისი ექს-კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის თაობაზე უკმაყოფილება გამოთქვა. ყოფილლმა ინგლისელმა ფორვარდმა მერსისაიდელებს ტრანსფერებისკენ მოუწოდა:

"მანჩესტერმა იყიდა რონალდუ, ვარანი და სანჩო, რაც მათ საჩემპიონო შანსებს ზრდის. ლივერპულს იგივე უნდა გაეკეთებინა ლუკაკუს მიმართებაშიც, რითაც ეს გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდებოდა.

ასე არ მოხდა და ბელგიელი თავდამსხმელი ჩელსიში დაბრუნდა. დიახ, მერსისაიდელებმა დაიმატეს კონატე, თუმცა ეს არ არის ხმამაღალი სახელი და არც ჩემპიონობისთვის საკმარისი გაძლიერება.

სასიხარულოა მხოლოდ ის, რომ ცხრათვიანი პაუზის შემდეგ, გუნდს ვან დეიკი დაუბრუნდა", - განაცხადა "წითლების" ექს-შემტევმა. შეგახსენებთ, დღეს, "სქაუზერები" "მილანს" მიიღებენ.