ავტორიზაცია

"ჩემს ლივერპულიდან წასვლაში ინგლისურმა მედიამ თავისი წვლილი შეიტანა", - ვეინალდუმი

"ჩემს ლივერპულიდან წასვლაში ინგლისურმა მედიამ თავისი წვლილი შეიტანა", - ვეინალდუმი
თარიღი 14 სექ 2021, 19:14

"პსჟ"-ს ნახევარმცველმა, ჟორჟინიო ვეინალდუმმა "ლივერპულში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა. "ყოველდღე ვარჯიშებზე და მატჩების დროს მთელ ძალას ვხარჯავდი. "ლივერპული" ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა! თუმცა, იყო მომენტები, როცა საკმარის დაფასებასა და სიყვარულს ვერ ვგრძნობდი".

"ეს თანაგუნდელებს და კლუბის თანამშრომლებს არ ეხებათ. ვიცი, ყველა მათგანს ვუყვარდი, მე კი ისინი მიყვარდა. პრობლემა სხვა მხარეს იყო. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში რამდენჯერმე ვიგრძენი ჩემდამი სიყვარულის არარსებობა".

"მედიამ სიტუაცია გააუარესა. იყო ისტორია - "ლივერპულთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი იმიტომ ვთქვი, რომ მეტი ფული მინდოდა. გულშემატკივრებმა ისე მიიღეს, რომ თუ სურვილს არ დამიკმაყოფილებდნენ, ბოლომდე არ დავიხარჯებოდი.

"ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, თითქოს სიტუაცია ჩემს წინააღმდეგ შემობრუნდა. ზოგჯერ ვფიქრობდი: "დავიჯერო კვლავ მე ვარ დამნაშავე?".

"გულშემატკივრები სტადიონზე და გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში - განსხვავებულები არიან. სტადიონის სტუმრებზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი. ყოველთვის მიჭერდნენ მხარს".

შეგახსენებთ, რომ ვეინალდუმი თავისუფალი აგენტის სტატუსით, ანუ სრულიად უფასოდ "ლივერპულიდან" "პარი სენ-ჟერმენში" გადავიდა. ნიდერლანდელის სახელს თავდაპირველად "ბარსას" უკავშირებდნენ.