ავტორიზაცია

აქილევსის მსგავსად, "ფეხბურთის ღმერთის" სუსტი წერტილი ქუსლია - ზლატანი ლივერპულთან მატჩს გამოტოვებს

აქილევსის მსგავსად, "ფეხბურთის ღმერთის" სუსტი წერტილი ქუსლია - ზლატანი ლივერპულთან მატჩს გამოტოვებს
თარიღი 14 სექ 2021, 17:07

"მილანის" ლიდერი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი "ლივერპულთან" შეხვედრას გამოტოვებს. შვედ თავდამსხმელს აქვს ქუსლის ტრავმა, რასაც მედიცინაში აქილევსის მყესი ქვია.

შეგახსენებთ, რომ "როსონერის" ფორვარდმა გასული სეზონის მეორე ნახევრიდან რამდენიმე თვე გაატარა ლაზარეთში, მისი დაბრუნება კი სერია ა-ს გასულ ტურში მოხდა.

სკანდინავიელ შემტევი მოედანზე შემოვიდა სათადარიგოთა სკამიდან და ზუსტად შვიდ წუთში მან გოლიც გაიტანა. ტრავმის სიმძიმე ზუსტად არ არის დადგენილი, მაგრამ პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ "იბრაკადაბრა" მერსისაიდელებთან არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ "წითლები" "ეშმაკებს" მიიღებენ ხვალ, 15 სექტემბერს, ჩვენი დროით 23:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ფარგლებში.

"სქაუზერებისა" და "შავ-წითლების" გარდა, კვარტეტს ავსებენ მადრიდის "ატლეტიკო" და "პორტო". აქვე დავამატებთ, "მილანი" ჩემპიონთა ლიგაზე 2014 წლის შემდეგ პირველად გამოდის.