ავტორიზაცია

"ყველას ჰყავს თავისი ჯამბაზები", - კარაგერმა ვეინალდუმი მკაცრად გააკრიტიკა

"ყველას ჰყავს თავისი ჯამბაზები", - კარაგერმა ვეინალდუმი მკაცრად გააკრიტიკა
თარიღი 25 Jul 2021, 17:29

„ლივერპულის“ ექს-ფეხბურთელმა, ჯეიმი კარაგერმა, გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წასული ჯორჯინიო ვეინალდუმი გააკრიტიკა.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელმა „ლივერპულს“ ახალ კონტრაქტზე უარი უთხრა და ეს იმით ახსნა, რომ მას გუნდში არასაკმარისად აფასებდნენ, ფანები კი სოც.ქსელებში აკრიტიკებდნენ.

„ჯინი ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს არასწორია. სოციალური ქსელები არის ცირკი და საკუთარი ჯამბაზები ყველას ჰყავს.

შეგიძლია გათიშო შეტყობინებები, თუ ასე ძალიან გაწუხებს. ან, სულაც წაშალო აპლიკაცია! მას უფრო მეტი ფული უნდოდა, კლუბმა კი უარი უთხრა. ასეთია ფეხბურთი.“ - წერს კარაგერი ტვიტერში.

გასულ სეზონში ნიდერლანდელმა „ლივერპულის“ მაისურთ 51 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ახალ სეზონს კი „პსჟ-ში“ დაიწყებს.