ავტორიზაცია

ანჩელოტი: "რატომ არ ვათამაშე ამ შეხვედრაში ედენ აზარი?"

ანჩელოტი: "რატომ არ ვათამაშე ამ შეხვედრაში ედენ აზარი?"
თარიღი 16 სექ 2021, 01:42

მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ „ინტერთან" მატჩი შეაფასა და დაასახელა მიზეზი, რის გამოც ამ შეხვედრაში ედენ აზარი არ ათამაშა.

„რეალმა" მატჩი 1:0 როდრიგო გოეშის მიერ გატანილი გოლით მოიგო.

„მიგელი? ნაჩო მისი გამოცდილების გამო ავირჩიე. კვირას ღამით მიგელმა ძალიან დამღლელი მატჩი ჩაატარა, ასე რომ კი, გამოცდილების გამო არჩევანი ნაჩოზე შევაჩერე.

ალაბა ცენტრალურ მცველად ძალიან მომწონს. თუ რაიმე გადაუდებელი და მოულოდნელი არ მოხდა, ის ცენტრალურ მცველად ითამაშებს.

აზარი? ის კარგად არის. მეორე ტაიმში მის შეყვანაზე ვფიქრობდი, თუმცა ინტერი სივრცეებს კარგად ხურავდა და ფლანგზე როდრიგოს დამატება ვამჯობინე. 

კამავინგას რეალში თამაში ნამდვილად შეუძლია, რასაც ახლაც ამტკიცებს. სწორედ ამიტომ დავიმატეთ. თუმცა, მასთან სიფრთხილე გვმართებს. დაცვის კუთხით მას მოსამატებელი აქვს და ამას მომავალში აუცილებლად გააკეთებს.

კურტუამ პირველ ტაიმში გადაგვარჩინა, მან ორი-სამი უმაღლესი სეივი შეასრულა." - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.