ავტორიზაცია

VIDEO: პსჟ-ს გუშინდელ მატჩში ლეო მესის ულამაზეს სადებიუტო გოლამდე ცოტა დააკლდა

თარიღი 16 სექ 2021, 10:30

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელს, ლიონელ მესის პარიზული კლუბის რიგებში პირადი ანგარიშის გახსნამდე სულ ცოტა დააკლდა.

არგენტინელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "ბრიუგესთან" გამართულ შეხვედრაში ჰქონდა გოლის გატანის შანსი.

34 წლის სუპერვარსკვლავმა შორეული დარტყმა განახორციელა, თუმცა ბურთი ხარიხას მოხვდა.

მოგეხსენებათ, აღნიშნულ დაპირისპირებაში პარიზელებმა მოულოდნელად ქულები დაკარგეს - 1:1.