ავტორიზაცია

კაპელო: "ლივერპულთან მატჩი მილანისთვის დიდი გაკვეთილი იქნება"

კაპელო: "ლივერპულთან მატჩი მილანისთვის დიდი გაკვეთილი იქნება"
თარიღი 16 სექ 2021, 10:39

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი, ფაბიო კაპელო მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" გამართულ მატჩი "მილანისთვის" გაკვეთილი იქნება.

მოგეხსენებათ, პირველი ტაიმის შემდეგ "როსონერი" 2:1-ს იგებდა, თუმცა საბოლოო ჯამში 2:3 დამარცხდა.

"ლივერპული" პირველ ტაიმში სწრაფი იყო და "მილანისთვის" ზედმეტად კარგი. შესვენებისთვის შედეგი უსამართლო გახლდათ", - ციტირებს კაპელოს სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

"ეს მატჩი "მილანისთვის" დიდი გაკვეთილი იქნება. არ შეიძლება ჩემპიონთა ლიგაზე ისე ნელა თამაში, როგორც ეს "როსონერიმ" პირველ ნახევარში გააკეთა", - დასძინა იტალიელმა სპეციალისტმა.

B ჯგუფის მეორე მატჩში მადრიდის "ატლეტიკომ" "ვანდა მეტროპოლიტანოზე" "პორტუს" უმასპინძლა, ეს შეხვედრა უგოლოდ დასრულდა - 0:0.