კლოპი: "მივიღე თუ არა სიამოვნება მილანთან მატჩისგან? დიახ, იმ 10 წუთის გარდა!"
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგაზე "მილანთან" (3:2) გამართული მატჩის შემდეგ განცხადება გააკეთა.
"უბრალოდ წარმოუდგენლად დავიწყეთ. მოედნის მთელ სიგანეზე ვთამაშობდით და მეტოქეებს პირველი ტაიმის ბოლო წუთებამდე არაფრის უფლებას არ ვაძლევდით, სანამ დავისაჯეთ".
"ჩვენმა თამაშმა ცოტა გაგვიტაცა, შეტევაში მარტივად აღარ ვმოქმედებდით და დაცვაში არაორგანიზებულად ვიმუშავეთ".
"მივიღე თუ არა სიამოვნება მატჩისგან? დიახ, იმ 10 წუთის გარდა! გულწრფელად ვამბობ, სწორედ ეს არის ის ფეხბურთი, რომლის ხილვაც მინდა. მისი ფრაგმენტების უმეტესობაში", - ციტირებს კლოპის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.
მოგეხსენებათ, მერსისაიდელთა მხრიდან გოლები მოჰამედ სალაჰმა და ჯორდან ჰენდერსონმა გაიტანეს, "მილანის" მცველმა, ფიკაიო ტომორიმ კი ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.