ავტორიზაცია

კონტე: "ამ ატმოსფეროში და ასეთ ლივერპულთან მატჩი მილანისთვის რთულ გამოცდად იქცა"

კონტე: "ამ ატმოსფეროში და ასეთ ლივერპულთან მატჩი მილანისთვის რთულ გამოცდად იქცა"
თარიღი 16 სექ 2021, 11:06

"ინტერის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" მატჩი "მილანს" ზრდაში უნდა დაეხმაროს.

მოგეხსენებათ, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ეგიდით გამართულ შეხვედრაში მერსისაიდელებმა იმარჯვეს - 3:2.

"მილანმა" თავისი ზრდის გზაზე ასეთი თამაში უნდა გამოიყენოს. ალბათ, ამ ატმოსფეროში და ასეთი "ლივერპულის წინააღმდეგ ასპარეზობა მისთვის ყველაზე რთულ გამოცდად იქცა".

"მატჩის უკიდურესად რთული დაწყების შემდეგ, "მილანმა" ბრძოლა განაგრძო. სამწუხაროა, რომ მეორე ტაიმის სტარტზევე გაუშვა გოლი", - ციტირებს კონტეს სიტყვებს უეფას პრესსამსახური.