ავტორიზაცია

კურტუა: "ინტერთან შეხვედრაში გადამწყვეტი ჩემი სეივები აღმოჩნდა"

კურტუა: "ინტერთან შეხვედრაში გადამწყვეტი ჩემი სეივები აღმოჩნდა"
თარიღი 16 სექ 2021, 11:26

"რეალის" გოლკიპერმა, ტიბო კურტუამ ჩემპიონთა ლიგაზე "ინტერთან" (1:0) გამართული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ გუნდს მისი სეივები დაეხმარა.

მოგეხსენებათ, მილანელებმა მადრიდელთა კარში ზუსტად 5-ჯერ დაარტყეს და ბელგიელმა კიპერმა ყველა მათგანი მოიგერია.

"ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ შესანიშნავი შედეგი დავაფიქსირეთ. ჩემი სეივები გადამწყვეტი აღმოჩნდა, მაგრამ "რეალში" ჩემგან სწორედ ამას ელიან".

"შესვენებაზე ერთმანეთში და მწვრთნელთან ბევრი ვილაპარაკეთ და მეორე ტაიმმა შედარებით უკეთესად ჩაიარა. შეიძლება, "ინტერი" მეტს იმსახურებდა, მათი მომენტები სახიფათო იყო", - ციტირებს კურტუას სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

"სამეფო კლუბმა" "ჯუზეპე მეაცადან" სამი ქულა შეხვედრის მიწურულს, 89-ე წუთზე, როდრიგოს მიერ გატანილი გოლის წყალობით წამოიღო.