VIDEO: გააფთრებული გვარდიოლა — ლაიფციგთან მატჩში, 4:2-ის დროს, ესპანელმა მწვრთნელმა მაჰრეზს აგინა
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგაზე "ლაიფციგთან" (6:3) გამართული მატჩის მიმდინარეობისას გუნდის შემტევ ნახევარმცველს, რიად მაჰრეზს ეჩხუბა.
ესპანელმა სპეციალისტმა ალჟირელს უყვირა, როცა ეს უკანასკნელი მასთან მივიდა, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში "ქალაქელთა" სასარგებლოდ 4:2 იყო, ხოლო მაჰრეზს პენალტი ჰქონდა გატანილი. გვარდიოლა ძალიან გაბრაზებული ჩანდა.
როგორც ბრიტანული გამოცემა The Sun აღნიშნავს, გარდა გიჟური ჟესტებისა, მწვრთნელმა რამდენჯერმე გამოიყენა უხამსი სიტყვა (Fu*k you), სანამ ფეხბურთელი თამაშს გააგრძელებდა.