ავტორიზაცია

პოჩეტინომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა აკლია პსჟ-ს მრისხანე შემტევ ტრიო MNM-ს

პოჩეტინომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა აკლია პსჟ-ს მრისხანე შემტევ ტრიო MNM-ს
თარიღი 16 სექ 2021, 12:19

"პსჟ"-ს მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო მიიჩნევს, რომ ნეიმარს, ლიონელ მესისა და კილიან მბაპეს შესათამაშებლად დრო სჭირდებათ.

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბრიუგესთან" (1:1) გამართულ მატჩი პარიზელთა მრისხანე ტრიოსთვის პირველი აღმოჩნდა.

"ვფიქრობ, ფეხბურთელებს არა მხოლოდ ვარჯიშები, არამედ მატჩებში დროც სჭირდებათ, რათა გაერთიანდნენ და ერთმანეთი უკეთ გაიცნონ", - ციტირებს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს L'Equipe.

ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპის ეგიდით, მომდევნო მატჩს "პარი სენ ჟერმენი" "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გამართავს, რომელიც 28 სექტემბერს გაიმართება.

მოგეხსენებათ, ლიონელ მესი პარიზულ კლუბს გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე კატალონიის "ბარსელონადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.