ავტორიზაცია

"ნაჩვენები თამაშის მიხედვით, ეს მატჩი არ უნდა წაგვეგო", - ჯეკო რეალთან მარცხის შემდეგ

"ნაჩვენები თამაშის მიხედვით, ეს მატჩი არ უნდა წაგვეგო", - ჯეკო რეალთან მარცხის შემდეგ
თარიღი 16 სექ 2021, 12:42

"ინტერის" თავდამსხმელმა, ედინ ჯეკომ ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" (0:1) განცდილი მარცხის შემდეგ განცხადება გააკეთა.

ბოსნიელი ფეხბურთელის აზრით, მილანურ გრანდს აღნიშნული შეხვედრა არ უნდა წაეგო.

"ეს მატჩი არ უნდა წაგვეგო, თუ იმ თამაშით ვიმსჯელებთ, რომელიც ვაჩვენეთ. ძალიან სამწუხაროა", - ციტირებს უეფას პრესსამსახური ჯეკოს სიტყვებს.

ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "ინტერი" "შახტარს" ესტუმრება, "რეალი" კი "შერიფს" უმასპინძლებს, ორივე მატჩი 28 სექტემბერს გაიმართება.

თავის მხრივ, "ნერაძურისა" და "სამეფო კლუბის" ჯგუფის მეორე შეხვედრაში "შერიფმა" შინაურ კედლებში "შახტარი" დაამარცხა - 2:0.