ავტორიზაცია

"ფრის შემთხვევაშიც კი იმედი გამიცრუვდებოდა", - ინძაგიმ რეალთან მარცხი შეაფასა

"ფრის შემთხვევაშიც კი იმედი გამიცრუვდებოდა", - ინძაგიმ რეალთან მარცხი შეაფასა
თარიღი 16 Sep 2021, 12:48

"ინტერის" მთავარი მწვრთნელის, სიმონე ინძაგის განცხადებით, ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" (0:1) გამართულ მატჩში მოგების იმედი ჰქონდა.

გარდა ამისა, იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ ტრიბუნებზე გულშემატკივრების დაბრუნებით გახარებულია.

"ფრის შემთხვევაშიც კი იმედი გამიცრუვდებოდა, მაგრამ კარგად ვითამაშეთ", - ციტირებს "ნერაძურის" თავკაცის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

"კარგია, რომ გულშემატკივრები ტრიბუნებზე დაბრუნდნენ. მათი კვლავ ჩვენთან ხილვა სასიამოვნო იყო", - დასძინა ინძაგიმ.

ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ამ ჯგუფის მეორე ტურში "რეალი" "შერიფს", "შახტარი" კი "ინტერს" დაუპირისპირდება, ორივე მატჩი 28 სექტემბერს გაიმართება.