ავტორიზაცია

"სიტის ფეხბურთელები მუდმივად წინა ფინალზე საუბრობენ", - გრილიში ჩემპიონთა ლიგის ტიტულს უმიზნებს

"სიტის ფეხბურთელები მუდმივად წინა ფინალზე საუბრობენ", - გრილიში ჩემპიონთა ლიგის ტიტულს უმიზნებს
თარიღი 16 Sep 2021, 12:55

"მანჩესტერ სიტის" შემტევმა ნახევარმცველმა, ჯეკ გრილიშმა ჩემპიონთა ლიგაზე "ლაიფციგთან" (6:3) გამარჯვების შემდეგ ტურნირის მოგების იმედი გამოთქვა.

"კარგია, რომ გავიმარჯვეთ. გუნდისთვის და პირადად ჩემთვის ბრწყინვალე საღამო იყო. გოლი გავიტანე - ეს ბრწყინვალე შეგრძნებაა", - ციტირებს "ქალაქელთა" ფეხბურთელის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

"ფეხბურთელები მუდმივად წინა ფინალზე საუბრობენ. ამ წელს ერთი ნაბიჯის წინ გადადგმას ვაპირებთ. კარგი სტარტი გამოვიდა. ვიმედოვნებ, ამჯერად მთელ გზას ბოლომდე გავივლით", - დასძინა გრილიშმა.

ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპის ამ ჯგუფის მეორე ტურში "პსჟ" "მანჩესტერ სიტის", "ლაიფციგი" კი "ბრიუგეს" დაუპირისპირდება.

ცნობისთვის, ორივე ზემოთაღნიშნული დაპირისპირება 28 სექტემბერს გაიმართება.