ავტორიზაცია

გვარდიოლამ ახსნა, თუ რის ხარჯზე დაამარცხა მანჩესტერ სიტიმ ლაიფციგი

გვარდიოლამ ახსნა, თუ რის ხარჯზე დაამარცხა მანჩესტერ სიტიმ ლაიფციგი
თარიღი 16 Sep 2021, 13:02

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ეგიდით "ლაიფციგთან" (6:3) მოგებული მატჩის შემდეგ მეტოქის შემტევი განწყობა აღნიშნა.

"ლაიფციგი" არასოდეს ნებდება. მათ შეტევის არაჩვეულებრივი ხერხი აქვთ. არ გეუფლება იმის გრძნობა, რომ ყველაფერი დასრულდა. რამდენჯერმე გავიტანეთ მას შემდეგ, რაც მათ მოახერხეს გატანა და ეს ძალიან დაგვეხმარა".

"ლაიფციგს" ახალგაზრდა გუნდი ჰყავს, აგრესიული, ძლიერი. ფანტასტიური გუნდია. ფეხბურთისთვის კარგ გზავნილს ატარებს. ჩვენი ფეხბურთელების უფრო მაღალი კლასის ხარჯზე მოვიგეთ", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპის ამ ჯგუფის მეორე ტურში "პსჟ" "მანჩესტერ სიტის", "ლაიფციგი" კი "ბრიუგეს" დაუპირისპირდება.

ცნობისთვის, ორივე ზემოთაღნიშნული დაპირისპირება 28 სექტემბერს გაიმართება.