ნკუნკუმ, რომელმაც მანჩესტერ სიტის ჰეთ-თრიქი შეუსრულა, ლაიფციგის მარცხის მიზეზები განმარტა
"ლაიფციგის" თავდამსხმელმა, კრისტოფერ ნკუნკუმ ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ სიტისთან" (3:6) გამართული მატჩის შედეგი შეაჯამა.
ფრანგმა შემტევმა, რომელმაც ჰეთ-თრიქი გაიფორმა, აღნიშნა, რომ მეტოქემ მისი გუნდი თითოეული შეცდომისთვის დასაჯა.
"თითოეული შეცდომისთვის დავისაჯეთ. ბევრი ინდივიდუალური შეცდომა დავუშვით. სამი გოლი გავიტანე, მაგრამ საპასუხოდ სამივეჯერ სწრაფად გაგვიტანეს".
"კონცენტრაცია უკეთესად უნდა შეგვენარჩუნებინა. ვიცოდით, თუ რა დონეს ფლობს მოწინააღმდეგე", - ციტირებს უეფას პრესსამსახური ნკუნკუს სიტყვებს.
ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ამ ჯგუფის მეორე ტურში "პსჟ" "მანჩესტერ სიტის", "ლაიფციგი" კი "ბრიუგეს" დაუპირისპირდება, ორივე მატჩი 28 სექტემბერს გაიმართება.