ავტორიზაცია

კლოპი: "ზაფხულში ვფიქრობდით, რომ ორიჯის თაობაზე კარგი წინადადება გვექნებოდა, გაკვირვებული ვარ"

კლოპი: "ზაფხულში ვფიქრობდით, რომ ორიჯის თაობაზე კარგი წინადადება გვექნებოდა, გაკვირვებული ვარ"
თარიღი 16 სექ 2021, 13:58

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი გაკვირვებული დარჩა იმით, რომ მერსისაიდელთა თავდამსხმელ დივოკ ორიჯის შეძენა არავინ არ მოისურვა.

"ხალხს ავიწყდება, რამდენად კარგია. ამ გუნდის ძირითადში მოხვედრა რთულია. ზაფხულში ვფიქრობდით, რომ ორიჯის თაობაზე კარგი წინადადება გვექნებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ხალხი ფეხბურთს საკმარისად არ ადევნებს თვალყურს".

"დივოკი წარმოუდგენელი ფორვარდია და "მილანთან" გამართულ მატჩში საკუთარი თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Goal.com.

ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ეგიდით, "მილანთან" (3:2) გამართული მატჩი ორიჯისთვის მიმდინარე სეზონში პირველი აღმოჩნდა. 26 წლის ბელგიელმა მინდორზე 63 წუთი გაატარა და ერთი ასისტი მიითვალა.

Transfermarkt-ის ვერსიით, ორიჯის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 12 მილიონ ევროს შეადგენს.