"თუ წინადადებით მომმართავს, გადავალ", - ზალცბურგის ბომბარდირმა სასურველი გრანდი დაასახელა
"ზალცბურგის" თავდამსხმელმა, კარიმ ადეიემიმ განაცხადა, რომ მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლას ისურვებდა.
"თუ "ბაიერნი" წინადადებით მომმართავს, იქ გადავალ. ახლა მინდა დავამტკიცო, რა შემიძლია, ვინ ვარ და ის, რომ კლუბმა ჩემი გაშვებით შეცდომა დაუშვა. ეს მოტივაციას მმატებს", - ციტირებს ადეიემის სიტყვებს Marca.
19 წლის გერმანელი ფორვარდი მიუნხენში დაიბადა, 2009 წლიდან 2011 წლამდე იგი "რეკორდმაისტერის" აკადემიაში ირიცხებოდა.
მიმდინარე სეზონში ადეიემიმ "ზალცბურგის" რიგებში 11 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
Transfermarkt-ის ვერსიით, ახალგაზრდა თავდამსხმელის სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს.