ავტორიზაცია

"ტრანსფერის მოთხოვნა ხელსახოცზე დავწერე", - რუნიმ მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლის დეტალები გაიხსენა

"ტრანსფერის მოთხოვნა ხელსახოცზე დავწერე", - რუნიმ მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლის დეტალები გაიხსენა
თარიღი 16 სექ 2021, 14:25

"დერბი ქაუნთის" მთავარმა მწვრთნელმა, უეინ რუნიმ გაიხსენა, თუ როგორ გადავიდა "ევერტონიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში", როცა ჯერ კიდევ ფეხბურთელი იყო.

"წარმოუდგენლად იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან "ევერტონი" მიყვარდა და ამ კლუბში თამაში მინდოდა. რა თქმა უნდა, ოდესღაც მაინც წავიდოდი, რადგან მინდოდა უკეთესი გავმხდარიყავი და ტიტულები მომეგო. მაგრამ განადგურებული ვიყავი", - ციტირებს რუნის სიტყვებს Daily Star.

"ჩელსიში" წასვლას მთავაზობდნენ, რადგან იქ ყველაზე მეტ ფულს მპირდებოდნენ. თუმცა, ვთქვი: "თქვენ არ წყვეტთ, სად უნდა წავიდე. "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა მინდა". მიპასუხეს, რომ "ემიუში" მოხვედრა მხოლოდ ტრანსფერზე დაყენების მოთხოვნით იქნებოდა შესაძლებელი. ეს მოიესის ოფისში მოხდა".

"სასადილო ოთახში გავედი და ხელსახოცზე დავწერე: "მე, უეინ რუნი, საფეხბურთო კლუბ "ევერტონიდან" წაყვანას ვითხოვ ან რაღაც მსგავსი. შემდეგ მოიესის ოფისში დავბრუნდა და ვთქვი: "აი, მორჩა". ისეთი შეგრძნება მქონდა, რაღაც მხრივ კუთხეში მომამწყვდიეს, მაგრამ ფეხბურთში ასეთები ხდება", - დასძინა ინგლისელმა ვეტერანმა.

შეგახსენებთ, რუნი "ევერტონიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" 2004 წელს გადავიდა, "ეშმაკუნების" ღირსება მან 2017 წლამდე დაიცვა, შემდეგ კი ერთი სეზონით "კანფეტების" რიგებში დაბრუნდა.