ავტორიზაცია

"არ გააკეთეს ის, რაზეც შესვენებაზე ვისაუბრეთ", - გვარდიოლამ ახსნა, თუ რატომ უყვირა მაჰრეზსა და გრილიშს

"არ გააკეთეს ის, რაზეც შესვენებაზე ვისაუბრეთ", - გვარდიოლამ ახსნა, თუ რატომ უყვირა მაჰრეზსა და გრილიშს
თარიღი 16 Sep 2021, 14:36

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ განმარტა, თუ რატომ უყვირა ჩემპიონთა ლიგაზე "ლაიფციგთან" (6:3) გამართული მატჩის მიმდინარეობისას რიად მაჰრეზსა და ჯეკ გრილიშს.

"შესვენებაზე იმაზე ვისაუბრეთ, რა უნდა გაგვეკეთებინა და რა არა, მაგრამ ეს არ გააკეთეს. ზოგჯერ კამათი ხდება", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს BT Sport.

"მეტოქეები კარგად აჩერებდნენ ჩვენს ფეხბურთელებს და სწრაფ კონტრშეტევებზე გადმოდიოდნენ. სიტუაციის გაკონტროლება გვიჭირდა", - დასძინა გვარდიოლამ.

მოგეხსენებათ, აღნიშნულ შეხვედრაში გოლის გატანა მაჰრეზმაც მოახერხა და გრილიშმაც.

ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "მანჩესტერ სიტი" 28 სექტემბერს "პარი სენ ჟერმენს" დაუპირისპირდება.