ავტორიზაცია

ოუენი: "მესის, ნეიმარისა და მბაპეს ტრიო პარი სენ ჟერმენის შეტევას ასუსტებს"

ოუენი: "მესის, ნეიმარისა და მბაპეს ტრიო პარი სენ ჟერმენის შეტევას ასუსტებს"
თარიღი 16 სექ 2021, 15:19

ინგლისის ნაკრების ექს-თავდამსხმელმა, მაიკლ ოუენმა "პსჟ"-ს შემტევი ტრიო, კილიან მბაპე, ნეიმარი და ლიონელ მესი გააკრიტიკა.

"ამ გუნდით მოხიბლულები ვართ, სადაც ასეთი ფორვარდები თამაშობენ - ყველა მათგანი ფენომენალურია. მაგრამ სამივე ერთად "პსჟ"-ს შეტევას ასუსტებს".

"არ მესმის, რატომ მოიაზრებენ მათ ამ ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად. ვფიქრობ, ინგლისური გუნდები უფრო უკეთესები არიან", - თქვა ინგლისელმა BT Sport-თან ეთერში.

მოგეხსენებათ, გუშინ, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ეგიდით, "პსჟ"-მ სტუმრად "ბრიუგეს" ვერ მოუგო - 1:1.

ბელგიურ კლუბთან შეხვედრაში პარიზელთა მრისხანე შემტევი ტრიო ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ვერ მოახერხა თავის გამოჩენა.