VIDEO: წარმოუდგენელია, 7-3! ბათუმის დინამომ ლოკომოტივი გაანადგურა
ეროვნული ლიგის 24-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ბათუმის დინამომ ლოკომოტივი გამანადგურებელი ანგარიშით, 7-3 დაამარცხა.
ანგარიში 21-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა გახსნა და პირველი ნახევარი ასეც დასრულდა, მეორე ტაიმი სრული სიგიჟე იყო 9 გოლი გავიდა!
5 წუთიან მონაკვეთში, 51-ე და 55-ე წუთებზე ბექა დარცმელიასა და თორნიკე კირკიტაძის გატანილი გოლებით ლოკომოტივი წინ გავიდა, თუმცა თბილისელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა.
65-ე წუთზე ნავალოვსკის გოლით ანგარიში გათანაბრდა, შემდეგ მიყვა ამას ჯიღაურის, გაფრინდაშვილის, ფანცულაიას და აზაროვის გოლები, ხოლო 89-ე წუთზე მამია გავაშელიშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამ მატჩის შემდეგ ბათუმის დინამომ 50 ქულა დააგროვა და ეროვნული ლიგის ერთპიროვნული ლიდერია.