VIDEO: "1 კვირის წინ იმენა გვტ*ნავდნენ" - კაშია ხოჭოლავას
კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ბრატისლავის სლოვანი კოპენჰაგენს ეთამაშება.
აღნიშნულ ორივე გუნდში თამაშობენ ქართველი ფეხბურთელები. სლოვაკთა შემადგენლობაში ნაკრების კაპიტნები, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია, ხოლო დანიელთა რიგებში დავით ხოჭოლავა.
მატჩის დაწყებამდე, ფეხბურთელები ერთმანეთს გასახდელში შეხვდნენ. როგორც ჩანს, გურამმა ვერ გაითვალისწინა, რომ აღნიშნულ მატჩს ქართული არხებიც აჩვენებენ.
"1 კვირის წინ იმენა გვტ*ნავდნენ," - ეუბნება გურამ კაშია დავით ხოჭოლავას.