რომ არა ლორია... - როგორი შეფასება მიიღო ქართველმა მეკარემ გუშინდელ მატჩში?
კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ანორთოსისი" საკუთარ მოედანზე "პარტიზანს" დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.
მასპინძელთა ქართველი მეკარე გიორგი ლორია ძირითად შემადგენლობაში იყო, კაჭარავა კი შეცვლიდან შევიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ლორიამ ორი გოლი გაუშვა, თავისი გუნდის რიგებში მაინც საუკეთესო იყო.
რომ არა ლორია, "ანორთოსისი" უფრო დიდი ანგარიშით წააგებდა, მან 4 სეივი გააკეთა და მაღალი შეფასება დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ "ანორთოსისი" შემდეგ მატჩს 4 დღეში, კვიპროსის ჩემპიონატში "ეთნიკოსის" წინააღმდეგ გამართავს.