ავტორიზაცია

მოიზე კინი: "ზეწოლას არ ვგრძნობ იმის გამო, რომ იუვენტუსში რონალდუ უნდა შევცვალო"

მოიზე კინი: "ზეწოლას არ ვგრძნობ იმის გამო, რომ იუვენტუსში რონალდუ უნდა შევცვალო"
თარიღი 17 სექ 2021, 09:13

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, მოიზე კინმა თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს "მანჩესტერ იუნაიტედში" წასვლაზე კომენტარი გააკეთა.

"იუვენტუსის" ღირსებას ვიცავ და პასუხისმგებლობა მაკისრია. არანაირ ზეწოლას არ ვგრძნობ იმის გამო, რომ რონალდუ უნდა შევცვალო".

"უბრალოდ მინდა გუნდს დავეხმარო, სადაც გავიზარდე და რომელთან ერთადაც კარგი დრო გავატარე", - ციტირებს კინის სიტყვებს Football Italia.

36 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი "იუვენტუსიდან" "ემიუში" ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე გადავიდა. ტურინულ გრანდს სერია ა-ს 2021/22 წლების სეზონში სამი ტურის შემდეგ ერთი მოგებაც არ აქვს.

თავის მხრივ, 21 წლის იტალიელი "იუვეში" 31 აგვისტოს "ევერტონიდან" 2023 წლამდე გათვლილი იჯარით გადაბარგდა.