ავტორიზაცია

"მაინც წინ ვიხედებით", - ქეცბაია კონფერენს ლიგაზე მარცხის შემდეგ

"მაინც წინ ვიხედებით", - ქეცბაია კონფერენს ლიგაზე მარცხის შემდეგ
თარიღი 17 Sep 2021, 09:15

კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ანორთოსისი" "პარტიზანს" დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გააკეთა.

"ჩვენი მთავარი მიზანი ჯგუფში შესვლა იყო და ამ მიზანს მივაღწიეთ. კარგი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ.

მომენტები ჩვენც გვქონდა, თუმცა საბოლოო ჯამში, მეტოქემ მოგება დაიმსახურა და ვულოცავ მათ.

მთელი სეზონი წინ არის. ჩვენი მიზანი კვიპროსში ჩემპიონობაა, კონფერენს ლიგაზე კი 5 მატჩია დარჩენილი და მაინც წინ ვიხედებით"- განაცხადა ქეცბაიამ.