"ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი სადებიუტო გოლიდან რამდენიმე წუთში მამა დამეღუპა", - სიტის მცველი
"მანჩესტერ სიტის" მცველმა, ნათან აკემ სოციალური ქსელის მეშვეობით საფეხბურთო სამყაროს მამის გარდაცვალების შესახებ ამცნო.
ეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ეგიდით "ლაიფციგთან" (6:3) გამართული მატჩის მიმდინარეობისას მოხდა, რომელშიც 26 წლის ჰოლანდიელმა ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.
"ბოლო რამდენიმე კვირა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული იყო. მამაჩემი ძლიერ ავადმყოფობდა და მისი გამოჯანმრთელების საშუალება არ არსებობდა. საბედნიეროდ, ჩემი საცოლე, ოჯახი და მეგობრები მხარს მიჭერდნენ", - აცხადებს აკე.
"გუშინ, რთული პერიოდის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე ჩემი პირველი გოლი გავიტანე და რამდენიმე წუთში მამაჩემი გარდაიცვალა, მასთან დედაჩემი და ჩემი ძმა იყვნენ. შეიძლება, ასეც უნდა მომხდარიყო".
"ყოველთვის ამაყობდა ჩემით და ბედნიერი იყო, როცა მიყურებდა, როგორ ვთამაშობდი. ვიცი, ყოველთვის ჩემთან ხარ. ყოველთვის ჩემს გულში იქნები. ეს გოლი შენთვის იყო, მამა", - დასძინა "სიტის" უკანახაზელმა.