ბარსელონას ვიცე-პრეზიდენტი: "ახლა კუმანის გათავისუფლებით ნაბიჯს უკან გადავდგამთ"
"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა, ედუარდ რომეუმ განაცხადა, რომ კლუბის დირექტორთა საბჭოს გუნდის მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის გათავისუფლების საკითხი არ განუხილავს.
მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ეგიდით, კატალონიური გრანდი "კამპ ნოუზე" "ბაიერნთან" განადგურდა - 0:3.
"კუმანის გათავისუფლების საკითხი დირექტორთა საბჭოზე არ წამოჭრილა. ყველაზე შეუფერებელ მომენტში რთული მეტოქე შეგვხვდა".
"კუმანის გათავისუფლებით ნაბიჯს უკან გადავდგამთ. ეს არალოგიკური იქნებოდა. ამ დროისთვის, ასეთი პრობლემა არ არსებობს", - ციტირებს რომეუს სიტყვებს AS.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ჰოლანდიელ სპეციალისტს ულტიმატუმი წაუყენა - კუმანს გაათავისუფლებენ, თუ უახლოეს ოთხ მატჩში მისი გუნდი დადებით შედეგს ვერ დააფიქსირებს.