ოფიციალურად: დანი ალვეშმა სან პაულუ დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა
"სან პაულუს" მარჯვენა მცველმა, დანი ალვეშმა გუნდი დატოვა, იტყობინება კლუბის ოფიციალური საიტი.
მხარეები კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომელიც 2022 წლის დეკემბრამდე იყო ძალაში.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წლის ოლიმპიადის შემდეგ, ალვეშმა კლუბში დაბრუნება იუარა, რადგან კლუბს მისი ვალი აქვს - 2 მილიონი დოლარი.
38 წლის ვეტერანი უკანახაზელი "სან პაულუს" ღირსებას 2019 წლის ზაფხულიდან იცავდა.
ბრაზილიური კლუბის რიგებში ალვეშმა 95 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.