ავტორიზაცია

ცნობილი გახდა თანხა, რომელიც ბარსელონამ 2020/21 წლების სეზონში დაკარგა

ცნობილი გახდა თანხა, რომელიც ბარსელონამ 2020/21 წლების სეზონში დაკარგა
თარიღი 17 Sep 2021, 12:11

2020/21 წლების სეზონის შედეგების მიხედვით, კატალონიის "ბარსელონამ" 481 მილიონი ევრო დაკარგა, იტყობინება კლუბის ოფიციალური საიტი.

გარდა ამისა, დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მიმდინარე სეზონისთვის 765-მილიონიანი ბიუჯეტი დამტკიცდა, თუმცა ეს საკითხი დელეგატთა ასამბლეაზე კიდევ ერთხელ განიხილება, რომელიც 16-17 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

აგრეთვე, "ბარსელონამ" დაადასტურა, რომ 6 ოქტომბერს კლუბის სრული შემოწმება ჩატარდება, არსებული ეკონომიკური მიზეზების გასარკვევად.

შეგახსენებთ, აქამდე, ფინანსური პრობლემების გამო, "ბარსამ" ლიონელ მესისთან ახალი კონტრაქტის გაფორმება ვერ მოახერხა, რის გამოც არგენტინელი "პსჟ"-ში წავიდა.

კატალონიელთა პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას განცხადებით, საერთო ჯამში კლუბის ვალი 1,3 მილიარდს შეადგენს. როგორც 20 აგვისტოს გახდა ცნობილი, "ბლაუგრანამ" 455 მილიონის ოდენობის ახალი სესხი აიღო.

"ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში სამ ტურში აღებული 7 ქულით მე-7 ადგილს იკავებს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში კი "ბაიერნთან" განადგურდა - 0:3.