ბარსელონას ვიცე-პრეზიდენტი: "ბიზნესის დონეზე ფლორენტინო პერესს ვერავინ აჯობებს"
ეკონომიკურ საკითხებში "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა, ედუარდ რომეუმ "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი მადრიდულ გრანდში მისი ფინანსური მუშაობისთვის შეაქო.
აქამდე "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ 2020/21 წლების სეზონში კლუბმა 481 მილიონი ევრო დაკარგა.
"მადრიდის "რეალი" დიდი კლუბია, რომელსაც დიდი პოტენციალი და ძალა აქვს. ბოლო წლებში კლუბის შიგნით ჰარმონიულად რომ გვემოქმედა, ჩვენც ასეთ სიტუაციაში ვიქნებოდით".
"რაც შეეხება ფლორენტინო პერესს, მის წინაშე ქედი უნდა მოვიხაროთ. უკვე წლებია კლუბს ხელმძღვანელობს, მისით აღფრთოვანებული ვარ. ბიზნესის დონეზე პერესს ვერავინ აჯობებს", - ციტირებს რომეუს სიტყვებს COPE.
აქამდე "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ 2020/21 წლების სეზონში კლუბმა 481 მილიონი ევრო დაკარგა.