ავტორიზაცია

ლა ლიგის პრეზიდენტი ფიფას აკრიტიკებს: "მონაცემებით მანიპულირებენ, როგორ შეიძლება მათი ნდობა?"

ლა ლიგის პრეზიდენტი ფიფას აკრიტიკებს: "მონაცემებით მანიპულირებენ, როგორ შეიძლება მათი ნდობა?"
თარიღი 17 სექ 2021, 16:03

ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი გამოეხმაურა ფიფას განცხადებას იმის შესახებ, რომ ფეხბურთის გულშემატკივართა უმეტესობას მსოფლიო ჩემპიონატის უფრო ხშირად ჩატარება უნდა.

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 100 ათასი ფანის მონაწილეობით ჩატარებული გამოკითხვის მონაცემებზე დაყრდნობით, დაასკვნა, რომ ხალხს მუნდიალის მატჩების ხილვა უფრო ხშირად უნდა და არა 4 წელიწადში ერთხელ, როგორც ახლაა.

"ფიფას გამოკითხვა ეწინააღმდეგება (იხ. გრაფიკი) მათსავე სათაურს (საიტზე). ყველა ასაკობრივ ჯგუფს ურჩევნია, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ოთხ წელიწადში ერთხელ ჩატარდეს და სხვაობა ძალიან დიდია".

"როგორ შეიძლება ფიფას ნდობა, როცა მონაცემებით მანიპულირებენ?", - წერს ტებასი სოციალურ ქსელში.

ფუნქციონერმა გამოკითხვის საფუძველზე გრაფიკი გამოაქვეყნა. მისგან გამომდინარეობს, რომ თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში – 18-24, 25-34, 35-44, 45-54 და 55+ – ყველაზე პოპულარული ვარიანტია მუნდიალის 4 წელიწადში ერთხელ ჩატარება. თუმცა, თითოეულ ჯგუფში სამი სხვადასხვა ვარიანტია – მუნდიალი ყოველ ერთ, ორ და სამ წელიწადში – რომელმაც საერთო ჯამში იმაზე მეტი ხმა მოაგროვა, ვიდრე ვარიანტმა "4 წელიწადში ერთხელ". ანუ, ფიფას დასკვნა, რომ ხალხს სურს მსოფლიო ჩემპიონატი უფრო ხშირად ჩატარდეს, ზოგადად სწორია.