"ადრე მანჩესტერ იუნაიტედს ვგულშემატკივრობდი, მაგრამ ახლა არ შემიძლია", - სონის აღიარება
"ტოტენჰემ ჰოთსპურის" თავდამსხმელმა, სონ ჰინ მინმა უპასუხა კითხვას, თუ რომელ გუნდს გულშემატკივრობდა ბავშვობაში.
"მანჩესტერ იუნაიტედს", რადგან იმ დროს იქ პარკ ჯი სუნი თამაშობდა. ის ეროვნული გმირია. როგორც კორეაში ამბობენ, ყველას მეგობარი. სამხრეთკორეელ ფეხბურთელებს იმედი და შანსი მისცა".
"მისთვის ადვილი არ ყოფილა, რადგან პრემიერ ლიგაში პირველი კორეელი იყო. ასე რომ, ადრე "მანჩესტერ იუნაიტედს" ვგულშემატკივრობდი, მაგრამ ახლა არ შემიძლია", - თქვა სონმა Pro:Direct Soccer-სთან ჩაწერილ ინტერვიუში.
ინგლისის ჩემპიონატის 2021/22 წლების სეზონის გათამაშებაში 29 წლის თავდამსხმელმა "დეზების" მაისურით 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, თავის მხრივ, პარკ ჯი სუნი "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას 2005 წლიდან 2012 წლამდე იცავდა, კარიერა მან 2014 წელს დაასრულა.