"ტოტენჰემის დატოვებაზე არასდროს მიფიქრია", - სონი
„ტოტენჰემის“ შეტმევმა, სონ ჰეუნ მინმა, ლონდონურ გუნდში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა. სამხრეთ კორეელი თავდამსხმელი ლონდონიდან წასვლაზე არ ფიქრობს.
„ამ გუნდში ექვსი წლის მანძილზე თამაში ისედაც დიდი პატივია, კლუბმა ჩემს მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოიჩინა.
ბუნებრივია, აქ ყოფნა მაბედნიერებს. ჩემთვის „ტოტენჰემი“ სახლივითაა, მისი გულშემატკივრებით, ფეხბურთელებითა და პერსონალით.
ახალ კონტრაქტზე ორჯერ დაფიქრება არ დამჭირვებია, მარტივი გადაწყვეტილება იყო. აქ ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ სულ მალე ქომაგებსაც ვიხილავ ტრიბუენბზე.“ - ციტირებს სონის სიტყვებს „ტოტენჰემის“ პრესსამსახური.