ავტორიზაცია

იუვენტუსის მთავარი სატრანსფერო სამიზნე კვლავ იკარდი იქნება

იუვენტუსის მთავარი სატრანსფერო სამიზნე კვლავ იკარდი იქნება
თარიღი 17 სექ 2021, 20:12

"იუვენტუსი" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე "პსჟ"-ს თავდამსხმელის, მაურო იკარდის დამატებას გეგმავს.

როგორც ცნობილი ფრანგული გამოცემა Le Parisien იტყობინება, ეს დავალება ამ დროისთვის ტურინელთათვის პრიორიტეტულია.

მოგეხსენებათ, 28 წლის არგენტინელი "პსჟ"-ში მილანის "ინტერიდან" გადავიდა. პარიზელთა რიგებში მან ყველა ტურნირზე ერთად 66 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 35 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა იკარდის ფრანგულ კლუბთან კიდევ სამი სეზონით აკავშირებს. "პარი სენ-ჟერმენის" თავდასხმაში არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, არგენტინელი გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი არ უნდა იყოს.