ავტორიზაცია

რაიოლა: "დარწმუნებული ვარ, იუვენტუსი დონარუმას ხელიდან გაშვებას ძალიან ნანობს"

რაიოლა: "დარწმუნებული ვარ, იუვენტუსი დონარუმას ხელიდან გაშვებას ძალიან ნანობს"
თარიღი 17 სექ 2021, 19:52

ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა, მინო რაიოლამ თავისი კლიენტის, ჯანლუიჯი დონარუმას შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. შეგახსენებთ, იტალიელი გასულ ზაფხულს "პსჟ"-ში გადავიდა.

"დონარუმას მილანიდან წასვლა ღალატი სულაც არ არის. სამწუხაროა, რომ ამ კლუბის გულშემატკივრები ასე ფიქრობენ. ჯიჯიმ თავისი ცხოვრების არჩევანი გააკეთა.

მას "როსონერიდან" წასვლა შეეძლო ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ, როდესაც მის მიმართ ინტერესს იუვენტუსი იჩენდა. დარწმუნებული ვარ, ისინი ახლაც ნანობენ იტალიის ნაკრების მეკარის ხელიდან გაშვებას.

რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, ის პარი სენ-ჟერმენში გადავიდა. ნავასსა და ჯანლუიჯის შორის არ არსებობს მტრობა, მალე ახალგაზრდა გოლკიპერი სასტარტოს წევრი გახდება".

შეგახსენებთ, რომ პარიზელთა კარის დარაჯი "შავ-წითლებიდან" გადმოვიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით, ანუ სრულიად უფასოდ. 22-წლის მეკარის დებიუტი "ლურჯ-წითლებში" გასულ უიკ-ენდზე შედგა.

მოიზე კინი: "ზეწოლას არ ვგრძნობ იმის გამო, რომ იუვენტუსში რონალდუ უნდა შევცვალო"