"დონარუმა არის ბუფონის და დიდას იდეალური ნაზავი", - ვიერი
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, კრისტიან ვიერიმ, ჯანლუიჯი დონარუმას შესახებ განცხადება გააკეთა:
"დონარუმა? ის უკვე ახლა არის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე, 22-წლის ასაკში. იტალიის ნაკრების გოლკიპერი უბრალოდ საოცრად თამაშობს.
რა არის მისი საიდუმლო? ჯიჯის მილანში ავარჯიშებდა დიდა, რომელიც თითქმის 10 წელი იყო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კარის დარაჯი.
"როსონერის" აღზრდილმა აიღო ყველაფერი საუკეთესო ბუფონისა და ბრაზილიელი მეკარისგან", - განაცხადა იტალიელმა ვეტერანმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ევროპის დასრულების შემდეგ, აპენინელი გოლკიპერი ოფიციალურად "პარი სენ-ჟერმენში" გადავა.