ვერატი: "დონარუმა ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაგვეხმარება"
იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ თანამემამულე ჯანლუიჯი დონარუმას შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"დიდ ევროპულ კლუბში გადასვლას იმსახურებდა იმისათვის, რათა ჩემპიონთა ლიგის მოგების ამბიციები ჰქონდეს. ბედნიერი ვარ, დონარუმა "პსჟ"-ში ჩემი თანაგუნდელია, ძალიან დაგვეხმარება", - ციტირებს მარკო ვერატის სიტყვებს ფრანგული პრესა.
როგორც ვიცით, დონარუმამ "პარი სენ-ჟერმენთან" ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. იტალიელი მეკარის დებიუტი შედგა გასულ უიკ-ენდზე, "კლერმონთან".
გასულ სეზონში დონარუმამ "როსონერის" რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 48 მატჩი ჩაატარა, 54 გოლი გაიტანა და კარი მშრალად 15-ჯერ შეინახა. კლუბიდან იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა.