ავტორიზაცია

"მესი არის ფეხბურთელი, რომელსაც ჰეითერები არ ჰყავს", - ვერატი

"მესი არის ფეხბურთელი, რომელსაც ჰეითერები არ ჰყავს", - ვერატი
თარიღი 06 სექ 2021, 17:34

"პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველი, მარკო ვერატი პარიზულ კლუბში თავდამსხმელ ლიონელ მესის ტრანსფერზე განცხადებას აკეთებს.

"ის, რომ აქ არის, წარმოუდგენელია. არ მჯეროდა, სანამ არ დავინახე. ერთმანეთს უკვე ვიცნობდით. შეიძლება, ლეო ბევრს არ ლაპარაკობს, მაგრამ შესანიშნავი ხასიათი აქვს. მისი ყოფნა იგრძნობა".

"ლიდერი და ჩემპიონია, რომელიც იმათაც კი უყვართ, ვინც "ბარსელონას" და "პსჟ"-ს გულშემატკივარი არ არის".

"ჩემი აზრით, მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. ტექნიკურია, მასში ეგოიზმი არ არის. არა მგონია, სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნას", - ციტირებს ვერატის სიტყვებს La Gazzetta dello Sport.

შეგახსენებთ, 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი "პსჟ"-ში თავისუფალი აგენტის სტატუსით "ბარსელონადან" გადავიდა.