ავტორიზაცია

"ჯერ რეალი, შემდეგ კი სევილია - მამარდაშვილს ორი ურთულესი გამოცდა ელის", - ესპანური პრესა ქართველ მეკარეზე

"ჯერ რეალი, შემდეგ კი სევილია - მამარდაშვილს ორი ურთულესი გამოცდა ელის", - ესპანური პრესა ქართველ მეკარეზე
თარიღი 17 სექ 2021, 22:25

ახლოვდება მადრიდის "რეალის" სტუმრობა "ვალენსიასთან". ესპანური პრესა დარწმუნებულია, რომ "ღამურების" კარში იდგება გიორგი მამარდაშვილი, რომლის შესახებ ამჯერად Superdeporte-მ დაწერა.

"მამარდაშვილი არის ლა ლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა. ის ფაქტი, რომ ვალენსიამ შესაძლო 12 ქულიდან მოაგროვა 10, პირდაპირ არის კავშირში მისი დამაჯერებელ თამაშთან.

ქართველმა მეკარემ გაუშვა სულ რაღაც ორი გოლი, გააკეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი სეივი და მოედანი პრაქტიკულად უშეცდომოდ დატოვა. წინ, ორი ურთულესი გამოცდაა.

მისი გუნდის უახლოესი მოწინააღმდეგე არის რეალი, შემდეგ კი სევილია. ცნობისთვის, სტატისტიკურად სწორედ ეს ორი გუნდი არტყამს კარში სხვებზე ხშირად. იგივე "სამეფო კლუბის" ანგარიშზე ერთ მატჩში 16.8 დარტყმა ფიქსირდება.

დიდი ფეხბურთელები სწორედ ასეთ შეხვედრებში მწიფდებიან, ვნახოთ, რა იქნება გიორგის მიმართებაში", - წერს ესპანური პრესა "მურსელაგოსის" გოლკიპერის შესახებ.

შეგახსენებთ, "ბლანკოსი" "ლოს ჩეს" ესტუმრება კვირას, 19 სექტემბერს, ჩვენი დროით 23:00 საათზე. წარმატებები ვუსურვოთ "მესტალიელთა" 20-წლის კარის დარაჯს.