ავტორიზაცია

"ვალენსიაში ხორციელდება რევოლუციური ცვლილებები და ერთ-ერთი ასეთი მამარდაშვილის გამოჩენაა", - ესპანური პრესა

"ვალენსიაში ხორციელდება რევოლუციური ცვლილებები და ერთ-ერთი ასეთი მამარდაშვილის გამოჩენაა", - ესპანური პრესა
თარიღი 16 სექ 2021, 20:44

"ვალენსიასა" და მადრიდის "რეალის" შეხვედრის წინ, Eldesmarque-მ გიორგი მამარდაშვილს სიახლე მიუძღვნა. ესპანურმა პრესამ ქართველი მეკარე კიდევ ერთხელ გამოარჩია:

"მამარდაშვილის პოზიცია ვალენსიას სასტარტო შემადგენლობაში კვლავ მყარია. ბორდალასი კლუბში ახორციელებს რევოლუციურ ცვლილებებს და ერთ-ერთი ასეთი სწორედ ქართველის გამოჩენაა.

მან უმოკლეს დროში მოახდინა სილესენის ამოგდება და როგორც ჩანს, მდგომარეობა არც უახლოეს პერიოდში შეიცვლება. გიორგის მთავარი გამოცდა კი რეალთან იქნება.

ის ჯერჯერობით არის ლა ლიგის იმ მეკარეებს შორის, რომლებიც სტატისტიკურად უშვებენ ძალიან ცოტა გოლს. "ღამურების" გოლკიპერი ერთ შეხვედრაში საშუალოდ უშვებს სულ რაღაც 0.5 ბურთს".

შეგახსენებთ, რომ 20-წლის მეკარემ "მურსელაგოსის" კარი დაიცვა ესპანეთის ჩემპიონატის საწყის ოთხ ტურში და მის ანგარიშზე მხოლოდ ორი გაშვებული გოლია.

"სამეფო კლუბისა" და "ლოს ჩეს" დაპირისპირება გაიმართება კვირას, 19 სექტემბერს, ჩვენი დროით 23:00 საათზე. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "მესტალიაზე" კვლავ მამარდა იდგება.