მამარდაშვილი ყველაზე დიდი გამოცდის მოლოდინში - როდის გაიმართება ვალენსია - რეალის მატჩი?
20 წლის ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგაში წარმატებულად ასპარეზობს და "ვალენსიას" კარს უკვე ზედიზედ 4 მატჩია იცავს.
მამარდაშვილის ძირითად ამოგდების მიზეზი კი მწვრთნელს ნამდვილად არ აქვს, რადგან მამარდა დამაჯერებელია.
პირველი 4 ტურის შემდეგ, ესპანეთის ჩემპიონატში მამარდაშვილს ყველაზე ცოტა, 2 გოლი აქვს გაშვებული.
მთავაი გამოცდა კი მამარდაშვილს ლა ლიგის მე-5 ტურში ელის, სადაც "ვალენსია" ლიდერ მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება.
"რეალი" ძალიან კარგ ფორმაშია და ამ დროისთვის ყველაზე მეტი, 13 გოლი აქვს გატანილი.
"ვალენსიასა" და მადრიდის "რეალის" დაუპირისპირება მესტალიაზე, 19 სექტემბერს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.