როგორი შეფასება მიიღო მამარდაშვილმა ლა ლიგის გასულ ტურში?

ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში "ვალენსია" "ოსასუნას" დაუპირისპირდა და 4:1 გაანადგურა.
ძირითად შემადგენლობაში იყო ღამურების ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი.
მამარდაშვილი ნორმალურად იდგა, ერთი სეივი გააკეთა და 2 გოლი გაუშვა, თუმცა ერთი ვიდეო-რეფერიმ გააუქმა.
აღნიშნულ მატჩში მამარდაშვილს ბუკმეიკერებმა 6.5 შეფასება დაუწერეს.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მეკარე "ვალენსიას" კარს ზედიზედ 4 ტურია იცავს და მხოლოდ 2 გოლი აქვს გაშვებული.