VIDEO: ვალენსიაში დაბრუნებული მამარდაშვილი თანაგუნდელებმა "საპატიო დერეფანში" გაატარეს
გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" დაუბრუნდა, წინ "ოსასუნასთან" გასვლითი შეხვედრაა. "ღამურებში" დაბრუნებული ქართველი მეკარე თანაგუნდელებმა გაატარეს "საპატიო დერეფანში", ეროვნულ ნაკრებში დებიუტის ნიშნად.
როგორც ვხედავთ, "მურსელაგოსის" გოლკიპერს დახვდა ძალიან თბილი და მეგობრული ატმოსფერო. "დერეფნის" მომენტი 00:38 წამიდან იწყება და ამის გარდა, ვიდეოში ნაჩვენებია 20-წლის კარის დარაჯის ვარჯიშის რამდენიმე ეპიზოდი.