გამარჯვება და პირველი ადგილი ცხრილში - მამარდაშვილმა ლა ლიგაში კვლავ ითამაშა

ლა ლიგის მე-4 ტურში ოსასუნასა და ვალენსიას შეხვედრა მესტალიის ბინადართა გამარჯვებით 1-4 დასრულდა.
"ღამურების" შემადგენლობაში მორიგი მატჩი ჩაატარა შეუცვლელად საქართველოს ნაკრების 20 წლის მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა.
ამ მოგების შემდეგ ხოსე ბორდალასის გუნდს 10 ქულა აქვს და ცხრილში 4 ტურის შემდეგ მადრიდის ატლეტიკოსთან ერთად პირველ პოზიციაზეა.
გიორგი მამარდაშვილისთვის მიმდინარე სეზონში ვალენსიას პირველ გუნდში მე-4 ოფიციალური მატჩია, რომელშიც მხოლოდ 2 გოლი აქვს გაშვებული.
საქართველოს ნაკრების 20 წლის ფეხბურთელი ვალენსიას 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს თბილისის დინამოდან ერთწლიანი იჯარით შეუერთდა, თუმცა უდიდესი ალბათობით, მალე ესპანელები ქართველ კიპერს სრულად გამოისყიდიან.