ავტორიზაცია

"სილესენის პრობლემებს მამარდაშვილის გამოჩენაც დაემატა", - Marca ვალენსიას მეკარეების შესახებ

"სილესენის პრობლემებს მამარდაშვილის გამოჩენაც დაემატა", - Marca ვალენსიას მეკარეების შესახებ
თარიღი 15 სექ 2021, 12:07

Marca-მ "ვალენსიაში" მეკარეებს შორის არსებულ კონკურენციას სიახლე მიუძღვნა. ესპანურმა გამოცემამ აღნიშნა გიორგი მამარდაშვილის ძალიან კარგი შედეგი და იასპერ სილესენის პრობლემების ჩამონათვალი.

"ბორდალასი სილესენს ესაუბრა. მან დაამშვიდა თავისი შეგირდი და უთხრა, რომ წარმოქმნილმა სირთულეებმა ის არ უნდა გატეხოს. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდელს პრობლემები მართლაც არ ელევა.

ის ვალენსიაში თამაშობს მესამე სეზონს და მშვიდად ყოფნის ბედნიერება მას პრაქტიკულად არასდროს ჰქონია. პირველ ორ სეზონში იასპერი გატანჯა ტრავმებმა, განსაკუთრებით მეორე წელს.

გაწყვეტილი კუნთის გამო მას გაუცდა რამდენიმე თვე. ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ კი "ღამურების" მეკარემ მიიღო მორიგი დაზიანება და კორონავირუსიც გადაიტანა.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, მის პრობლემებს დაემატა მამარდაშვილის გამოჩენაც, რომელმაც ლა ლიგის საწყის ოთხ ტურში გაუშვა სულ რაღაც ორი გოლი და რამდენიმე კარგი სეივიც გააკეთა".

შეგახსენებთ, რომ კვირას, 19 სექტემბერს, "მურსელაგოსი" საკუთარ კედლებში მადრიდის "რეალს" მიიღებს. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "ლოს ჩესს" კარში კვლავ ქართველი იდგება.