ავტორიზაცია

იქ, სადაც პოგბა და ბევრი ფულია, პსჟ-ს ინტერესიც გარდაუვალი ხდება

იქ, სადაც პოგბა და ბევრი ფულია, პსჟ-ს ინტერესიც გარდაუვალი ხდება
თარიღი 17 სექ 2021, 22:43

The Independent-ის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენი" არ ეშვება "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურ ნახევარმცველს, პოლ პოგბას. "პსჟ" ჩვეულ სტილში ფეხბურთელს ზღაპრული ხელფასით თაფლავს.

ფრანგი ფლეიმეიქერის პარიზში გადასვლა დაგეგმილია 2022 წლის ზაფხულში, როდესაც ფეხბურთელი გახდება თავისუფალი აგენტი, რითაც მას უფასოდ გადმოსვლა შეეძლება.

როგორც ცნობილია, "წითელი ეშმაკების" გამთამაშებლის ამჟამინდელი კონტრაქტი გათვლილია სწორედ 2022 წლის ზაფხულამდე, რომლის გახანგრძლივებას ის არ აპირებს.

რაც შეეხება "ლურჯ-წითლების" მაცდუნებელ წინადადებას, "მანკუნიანელების" ექვსიანი მიიღებს კვირაში 600 ათასს, რაც ყოველწლიური ხელფასით 31 მილიონი ევროა.