ავტორიზაცია

"ბაიერნის ჰეგემონიის დამხობა ბუნდესლიგაში დორტმუნდს შეუძლია", - კლოპი

"ბაიერნის ჰეგემონიის დამხობა ბუნდესლიგაში დორტმუნდს შეუძლია", - კლოპი
თარიღი 18 სექ 2021, 10:25

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გერმანიის ჩემპიონატის მოგებასთან დაკავშირებით "დორტმუნდის" შანსები შეაფასა.

"დორტმუნდს" ბუნდესლიგის მოგების შანსი აქვს. სეზონი გრძელია, სანაკრებო პაუზის შემდეგ ნამდვილად დაძაბული ფაზა დაიწყო, სადაც შემადგენლობის სიღრმე აუცილებელია".

"დორტმუნდს" კარგი შემადგენლობა ჰყავს. არ ვიცი, "ბაიერნზე" უკეთესი თუ არა, მაგრამ საკმარისად კარგი იმისათვის, რათა მას პრობლემები შეუქმნას", - ციტირებს კლოპის სიტყვებს Bild.

მოგეხსენებათ, კლოპი 2008 წლიდან 2015 წლამდე "დორტმუნდს" ედგა სათავეში. გერმანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ბორუსიელებმა გერმანიის ჩემპიონატი და სუპერთასი 2-2-ჯერ მოიგეს, აგრეთვე ქვეყნის თასსაც დაეუფლნენ.